ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

© Batumi City Hallბათუმში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2025
გამოწერა
ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალა-კონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ ბავშვებთან ერთად აანთო.
ევროპის მოედანზე ასევე გაიხსნა საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული „საახალწლო სოფელი“, სადაც წარმოდგენილია სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები. დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი აქტივობები, წარმოდგენა-პერფორმანსები და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
© Batumi City Hallბათუმში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
Предновогодний Батуми: иллюминация, елка и Новогодняя деревня 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2025
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
აჭარის დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალა-კონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.
საახალწლო ღონისძიებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება: მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ხულოსა და შუახევში. ხოლო, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0