https://sputnik-georgia.com/20251220/awaris-2026-wlis-biujeti-ras-moxmardeba-milionobit-lari-296281869.html
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიონობით ლარი
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიონობით ლარი
Sputnik საქართველო
ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 21,2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. 20.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-20T20:44+0400
2025-12-20T20:44+0400
2025-12-20T20:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/87/246298767_0:100:1943:1192_1920x0_80_0_0_be8f72c92eb781d5c6e62f4cd308671b.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს შეადგენს.აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 971,8 მლნ ლარამდეა დაგეგმილი, ხოლო ასიგნებები - 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, 2026 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 816,8 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 800 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 21,2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - 8,6 მლნ ლარის, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 9,3 მლნ ლარის.გარდა ამისა, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2026 წელს 73 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო გარემოს დაცვაზე - დაახლოებით 6,7 მილიონი ლარი. კიდევ 144 მილიონს ავტონომიაში შემავალი რეგიონები მიიღებენ.ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 87 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც ძირითადი ნაწილი მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას.ხელისუფლება განათლებაზე 52,2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 13,1 მილიონი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება, 16,2 მილიონი კი უნივერსიტეტებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24629/87/246298767_109:0:1832:1292_1920x0_80_0_0_129a06206e7fa90f62e7f245680ddc22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიონობით ლარი
ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 21,2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 971,8 მლნ ლარამდეა დაგეგმილი, ხოლო ასიგნებები - 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, 2026 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 816,8 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 800 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.
ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 21,2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - 8,6 მლნ ლარის, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 9,3 მლნ ლარის.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2026 წელს 73 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო გარემოს დაცვაზე - დაახლოებით 6,7 მილიონი ლარი. კიდევ 144 მილიონს ავტონომიაში შემავალი რეგიონები მიიღებენ.
ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 87 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც ძირითადი ნაწილი მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას.
ხელისუფლება განათლებაზე 52,2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 13,1 მილიონი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება, 16,2 მილიონი კი უნივერსიტეტებს.