https://sputnik-georgia.com/20251219/saqartvelos-suverenitetis-gauqmebis-mcdeloba-papuasvili-kalasis-gancxadebaze-296269019.html
საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმების მცდელობა — პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე
საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმების მცდელობა — პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
მსგავსმა მიდგომამ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით, გამოიწვია ის კრიზისი, რომლის არიდებაც სათანადო პასუხისგებლიანი პოლიტიკის გატარებით შეიძლებოდა, განაცხადა... 19.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-19T16:58+0400
2025-12-19T16:58+0400
2025-12-19T16:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობაზე მეტყველებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის სიტყვებით გაუქმების მცდელობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ბრიუსელში ევროპის საბჭოს სამიტის წინ კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და არ აახლოებს მას ევროკავშირის წევრობასთან. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს არასწორი ნაბიჯების გადადგმას, პროგრესი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში შეუძლებელია.მისი თქმით, კალასისთვის ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით ცდილობს გაგვიუქმოს სახელმწიფო. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ლეგიტიმურია, რადგან ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ხალხს აქვს უფლება აირჩიოს ხელისუფლება.„რას ნიშნავს სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“? ეს ხელისუფლება ვისია? - ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა, რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კაია კალასისგან რეალობას მოწყვეტილი აზრები ისმის.მისი თქმით, მსგავსმა მიდგომამ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, გამოიწვია ის კრიზისი, რომლის არიდებაც სათანადო პასუხისგებლიანი პოლიტიკის გატარებით შეიძლებოდა.დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმების მცდელობა — პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე
მსგავსმა მიდგომამ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით, გამოიწვია ის კრიზისი, რომლის არიდებაც სათანადო პასუხისგებლიანი პოლიტიკის გატარებით შეიძლებოდა, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობაზე მეტყველებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის სიტყვებით გაუქმების მცდელობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბრიუსელში ევროპის საბჭოს სამიტის წინ კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და არ აახლოებს მას ევროკავშირის წევრობასთან. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს არასწორი ნაბიჯების გადადგმას, პროგრესი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში შეუძლებელია.
„ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას სახელმწიფოებრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კალასისთვის ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით ცდილობს გაგვიუქმოს სახელმწიფო. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ლეგიტიმურია, რადგან ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ხალხს აქვს უფლება აირჩიოს ხელისუფლება.
„რას ნიშნავს სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“? ეს ხელისუფლება ვისია? - ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა, რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კაია კალასისგან რეალობას მოწყვეტილი აზრები ისმის.
„ეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ევროპას აქვს. ზუსტად ეს არის, რასაც თეთრ სახლში ეძახიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“, როდესაც ევროპული დიპლომატია არის ჩანაცვლებული თავქარიანი აქტივიზმით, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი კონტინენტი“,- განაცხადა მან.
მისი თქმით, მსგავსმა მიდგომამ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, გამოიწვია ის კრიზისი, რომლის არიდებაც სათანადო პასუხისგებლიანი პოლიტიკის გატარებით შეიძლებოდა.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.