https://sputnik-georgia.com/20251218/xelvacaursi-90-ekomigrant-ojaxs-sacxovrebeli-binebi-gadaeca-296253741.html
ხელვაჩაურში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
ხელვაჩაურში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
Sputnik საქართველო
ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T17:07+0400
2025-12-18T17:07+0400
2025-12-18T17:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აჭარა
აჭარის მთავრობა
საქართველოს რეგიონები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი რეალური შედეგია. მისიგანცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილ სოციალური პროექტების დასრულების შემდეგ, 2028 წლისთვის 2 ათასზე მეტ ოჯახს ექნება კეთილმოწყობილი ბინა. „ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს. კერძოდ, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2026 წელს კი ქედაშიც დაგეგმილი გვაქვს სოციალური სახლის მშენებლობა", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.ღონისძიებას აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2024 წელს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აჭარა , აჭარის მთავრობა , საქართველოს რეგიონები, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აჭარა , აჭარის მთავრობა , საქართველოს რეგიონები, სოციალური სფერო საქართველოში
ხელვაჩაურში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი რეალური შედეგია.
„ჩვენთვის პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისთვის, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება", – განაცხადა თამაზაშვილმა.
მისიგანცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილ სოციალური პროექტების დასრულების შემდეგ, 2028 წლისთვის 2 ათასზე მეტ ოჯახს ექნება კეთილმოწყობილი ბინა.
„ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს. კერძოდ, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2026 წელს კი ქედაშიც დაგეგმილი გვაქვს სოციალური სახლის მშენებლობა", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2024 წელს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.