https://sputnik-georgia.com/20251218/marneulsi-mozardebma-teqnikis-marazia-gaqurdes-296250858.html
მარნეულში მოზარდებმა ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
მარნეულში მოზარდებმა ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიიდან 8 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს. 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T13:57+0400
2025-12-18T13:57+0400
2025-12-18T13:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/09/244210991_0:143:3133:1905_1920x0_80_0_0_b67d889803d47b794c61f41475ae880d.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ქვემო ქართლში მობილური ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ხოლო მისი 16 წლის ძმა კი ამხილეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც წარსულში არაერთგზის არის ბრალდებული, პოლიცია ამჯერად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში შეაღწიეს და 8 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიებში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/09/244210991_201:0:2932:2048_1920x0_80_0_0_490c03351ab0dfa9e50a26d57ac78123.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მარნეულში მოზარდებმა ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიიდან 8 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ქვემო ქართლში მობილური ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ხოლო მისი 16 წლის ძმა კი ამხილეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც წარსულში არაერთგზის არის ბრალდებული, პოლიცია ამჯერად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში შეაღწიეს და 8 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიებში ჩააბარეს.
სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.