მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2025
გამოწერა
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 27 წლის მამაკაცი 23 ოქტომბრიდან იძებნებოდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, მიაყენა დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩადენილი დანაშაულისთვის მამაკაცს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0