https://sputnik-georgia.com/20251218/droebiti-motavsebis-izolatori-daqtiloskopiuri-skanerebit-ariwurva-296249986.html
დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით აღიჭურვა
დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით აღიჭურვა
Sputnik საქართველო
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანი საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. 18.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-18T12:41+0400
2025-12-18T12:41+0400
2025-12-18T12:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/12/249233911_258:341:1503:1041_1920x0_80_0_0_8839d3ec5c6f26a3dd35b82f3f8051f8.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, იზოლატორის ადმინისტრაციას დამატებით 12 სკანერი საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა გადასცა. უწყების ცნობით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებმა ამ მიმართულებით დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები სრულად გადაამზადეს. თითის ანაბეჭდების ბაზების შესაქმნელად და ანაბეჭდების იდენტიფიცირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დანერგილია ავტომატური საძიებო-საიდენტიფიკაციო სისტემა AFIS DACTO 2000, რომელიც გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/12/249233911_352:189:1487:1041_1920x0_80_0_0_e9f482c63af0799a36e9e53f0d3d6d72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სპეციალური პენიტენციური სამსახური
დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით აღიჭურვა
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანი საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, იზოლატორის ადმინისტრაციას დამატებით 12 სკანერი საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა გადასცა.
"აღნიშნული სკანერების მეშვეობით მყისიერად ხდება იზოლატორში შეყვანილი პირის დაქტილოსკოპირება და ხელის კვალის ნიმუშების საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ ერთიან ბაზაში განთავსება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებმა ამ მიმართულებით დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები სრულად გადაამზადეს.
თითის ანაბეჭდების ბაზების შესაქმნელად და ანაბეჭდების იდენტიფიცირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დანერგილია ავტომატური საძიებო-საიდენტიფიკაციო სისტემა AFIS DACTO 2000, რომელიც გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.