https://sputnik-georgia.com/20251217/saqartvelo-da-azerbaijani-tanamshromlobis-gagrmavebaze-shetanxmdnen-296238095.html
საქართველო და აზერბაიჯანი სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და აზერბაიჯანი სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
მხარეებმა იმსჯელეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და საპოლიციო აკადემიებს შორის ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების საკითხებზე. 17.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-17T14:47+0400
2025-12-17T14:47+0400
2025-12-17T14:47+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/11/296236444_0:31:1600:931_1920x0_80_0_0_9565f153138c0049797bca6d653b0af3.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკიამ და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაით აივაზოვმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის მინისტრებმა მოაწერეს.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საპოლიციო საგანმანათლებლო უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა იმსჯელეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და საპოლიციო აკადემიებს შორის ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, სახოკიამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ძალოვან მინისტრს მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/11/296236444_160:0:1440:960_1920x0_80_0_0_662cc4b03ae7f989e52eb5301efa574e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კავკასია, ახალი ამბები
საქართველო და აზერბაიჯანი სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
მხარეებმა იმსჯელეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და საპოლიციო აკადემიებს შორის ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების საკითხებზე.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკიამ და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაით აივაზოვმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის მინისტრებმა მოაწერეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საპოლიციო საგანმანათლებლო უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
მხარეებმა იმსჯელეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და საპოლიციო აკადემიებს შორის ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, სახოკიამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ძალოვან მინისტრს მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.