რამდენს შეადგენს საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2025
გამოწერა
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება – 2.603,1 ლარი
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 2.271,6 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს–სექტორში 2025 წლის ივლის-სექტემბერში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.420,9 ლარი შეადგინა, რაც 10,5%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,3%-ით გაიზარდა და 2.000,9 ლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2025 წლის მესამე კვარტალში 2.603,1 ლარი შეადგინა, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (1.190,2 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მესამე კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.212,9 ლარი (+5,9%)
მშენებლობა – 3.682,9 ლარი (+15,2%)
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3.526,0 ლარი (+10,7%).
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3.154,3 ლარი (+12%).
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება თითქმის ყველა სექტორში. საანგარიშო პერიოდში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.738,1 ლარი შეადგინა, ხოლო ქალების - 1.797,4 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0