დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 და 36 წლის პირებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1,2 კგ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა" და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0