რუსეთი ევროპის მშვიდობიან მომავალს უჭერს მხარს

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
პესკოვის თქმით, რუსული მხარე კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისკენ ისწრაფვის
თბილისი, 16 дდეკემბერი – Sputnik. რუსეთს სურს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება, საკუთარი მიზნების მიღწევა და ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება, ჩვენი მიზნების მიღწევა, ჩვენი ინტერესების დაცვა და ევროპაში მომავლისთვის მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისკენ ისწრაფვის და არა „დროებითი შესვენებისკენ", რაც უკრაინას ომის გაგრძელებისთვის მომზადების შესაძლებლობას მისცემს.
პესკოვის თქმით, რუსეთის პოზიცია უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია და იგი ამ საკითხში გამჭვირვალე და თანმიმდევრული რჩება.
„ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი, ის თანმიმდევრული, გამჭვირვალე და ამერიკელებისთვის ნათელია. და, ზოგადად, ეს უკრაინელებისთვისაც ნათელია - ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ კონფლიქტის მდარეგულირების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული გრძელვადიანი მშვიდობის გათვალისწინებით და არა დროებითი შესვენების მიზნით, რაც ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო მოქმედებებისთვის სახსრების მიწოდება.
ყველა ახალი ამბავი
0