https://sputnik-georgia.com/20251216/papuashvilma-rusettn-urtiertobebis-normalizebis-winapiroba-daasaxela-296224684.html
პაპუაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა
პაპუაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა... 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T17:00+0400
2025-12-16T17:00+0400
2025-12-16T17:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ რუსეთთან ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.პაპუაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის ქართული ხელისუფლების წინაპირობა ცნობილია.მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა კალუგინმა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.ამჟამად, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ რუსეთთან ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.
პაპუაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის ქართული ხელისუფლების წინაპირობა ცნობილია.
„რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა რა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.
„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა კალუგინმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
ამჟამად, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს.