ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© Roads Department of Georgiaნაქერალას უღელტეხილი
ნაქერალას უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო ნაქერალას უღელტეხილზე, ასევე სარეკი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72 (ნაქერალას უღელტეხილი) კილომეტრ მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყები ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0