მეჩაიეობა საქართველოში: რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს?

გამოწერა
ქართული ჩაი მსოფლიოში ისე ცნობილი არაა, როგორც ღვინო, მაგრამ მისი ისტორია ასობით წელს ითვლის. საქართველოში პირველი ჩაის ბუჩქი 208 წლის წინ, თავადი გურიელის ბაღში გამოჩნდა, თუმცა, მაშინ ის უბრალოდ ბაღის დეკორაციას წარმოადგენდა.
ჩაის მოშენებისა და გამრავლებისთვის საქართველოში ჩაის ბუჩქები ჩინეთიდან 170 წლის წინ შემოიტანეს. საქართველოში მეჩაიეობამ აქტიურად განვითარება საბჭოთა პერიოდში დაიწყო. ქართული ჩაი, როგორც ჯიში, გაჩნდა 1941 წელს, მას ახასიათებდა ნაზი და რბილი გემო, ტანინების მცირე რაოდენობა.
საბჭოთა პერიოდში ჩაის პლანტაციებს ქვეყანაში დაახლოებით 67 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავა. საბჭოთა პერიოდში ქართული ჩაის წარმოება ხარისხით მსოფლიოში 4-5 ადგილს იკავებდა. ქვეყანაში ყოველწლიურად 500-600 ტონა ჩაის ფოთოლს კრეფდნენ, იწარმოებოდა დაახლოებით 120 ტონა ჩაი.
დღეს კი ჩაი რამდენიმე ათას ჰექტარზეა გაშენებული იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების ტემპები წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა ქართულ ჩაის აკლია პოპულარიზაცია, ასევე საჭიროა მარკეტინგული დივერსიფიკაცია უცხოეთში.
მიუხედავად ამისა, საქართველოს შავი და მწვანე ჩაი გააქვს დსთ-ის რიგ ქვეყნებში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში ქართული ჩაი ბაზრის უკვე 20%-ზე მეტს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0