რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ისწრაფვის

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovaრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
დიპლომატის თქმით, მოსკოვის „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, განაცხადა РИА Новости-სთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა.
„რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, - განაცხადა კალუგინმა.
დიპლომატის თქმით, მოსკოვი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
„თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს“, - დასძინა მან.
როგორც კალუგინმა აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.
„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, - განაცხადა კალუგინმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
ამჟამად, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0