Independent-მა საქართველო 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
ქართველებს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში უძველესი ღვინის ინდუსტრია აქვთ.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის საქართველო დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება.
Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-ს, მოზამბიკს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა.
„საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და ის ძალიან პოპულარული გახდება. ქართველებს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში უძველესი ღვინის ინდუსტრია აქვთ, რომელიც 8 ათასი წლისაა“, - წერს ბრიტანელი სამოგზაურო ექსპერტი ლორენ ტეილორი Independent-ის სტატიაში.
სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად აღწერილია თბილისიც.
„თბილისი ამაყობს პარკებით, ქვაფენილით მოკირწყლული ისტორიული, ძველი ქალაქის ქუჩებითა და გოგირდის აბანოებით. საქართველოს დედაქალაქის გარეთ უძველესი მონასტრები და საკათედრო ტაძრები, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერი ქუთაისში. აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს“, -წერს ავტორი.
EasyJet-მა წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო, ამას დაემატება ახალი ავიარეისები, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით.
ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0