https://sputnik-georgia.com/20251216/elchebma-prezidents-rwmunebata-sigelebi-gadasces-296230346.html
6 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T19:47+0400
2025-12-16T19:47+0400
2025-12-16T19:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/10/296229008_0:223:2049:1375_1920x0_80_0_0_d8123911d4da1448464d5257c186564b.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისთვის რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის - ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო. ყაველაშვილმა ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/10/296229008_0:5:2049:1541_1920x0_80_0_0_b7cb9cdb39cd50a05c4e188b601af5ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
6 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისთვის რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის - ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო. ყაველაშვილმა ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.