https://sputnik-georgia.com/20251216/bochorishvili-haagashi-gaemgzavra-296219135.html
მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა
მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს... 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T12:08+0400
2025-12-16T12:08+0400
2025-12-16T12:08+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას, განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ხატია წილოსანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას დააფუძნებს. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება კონვენციასაც.კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს. საქართველო იმ პირველ 25 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროსაბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. საერთაშორისო სარჩელის კომისიის შექმნის ინიციატივამდე, 2023 წელს შეიქმნა უკრაინისთვის ზიანის რეესტრი, რომელიც კომპენსაციების მოთხოვნებს აღრიცხავდა. რეესტრის შექმნას საქართველომ მაშინაც მხარი დაუჭირა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ახალი ამბები
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას, განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ხატია წილოსანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას დააფუძნებს. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება კონვენციასაც.
„მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ, როგორც კონვენციის ხელმომწერი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული აღნიშნულ პროცესებში“, - განაცხადა წილოსანმა.
კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს.
საქართველო იმ პირველ 25 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროსაბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. საერთაშორისო სარჩელის კომისიის შექმნის ინიციატივამდე, 2023 წელს შეიქმნა უკრაინისთვის ზიანის რეესტრი, რომელიც კომპენსაციების მოთხოვნებს აღრიცხავდა. რეესტრის შექმნას საქართველომ მაშინაც მხარი დაუჭირა.