https://sputnik-georgia.com/20251215/rkinigzas-dacvis-policiis-departamenti-daicavs-296212206.html
რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
Sputnik საქართველო
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული... 15.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-15T20:13+0400
2025-12-15T20:13+0400
2025-12-15T20:13+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24802/22/248022227_0:65:1440:875_1920x0_80_0_0_2aa6f35b12d061b378890e53b33d7bcb.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ. დარახველიძის თქმით, მოქმედ კანონში მითითებულია, რომ აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს სატრანსპორტო პოლიცია, რომელიც აღარ არსებობს, შესაბამისად, ამ საკითხის კანონის დონეზე დარეგულირება გახდა საჭირო.დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს რკინიგზა" ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24802/22/248022227_94:0:1346:939_1920x0_80_0_0_40f9c8991532bc7c91b1f0f06a619559.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ.
დარახველიძის თქმით, მოქმედ კანონში მითითებულია, რომ აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს სატრანსპორტო პოლიცია, რომელიც აღარ არსებობს, შესაბამისად, ამ საკითხის კანონის დონეზე დარეგულირება გახდა საჭირო.
„ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. შესაბამისად, ტვირთებსა და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, მაღალი ეფექტურობით დაცვა სჭირდება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაცვა განახორციელოს არა კერძო დაცვის კომპანიებმა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა", - განაცხადა დარახველიძემ.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს რკინიგზა" ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.