დეპუტატი: „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სამწუხარო წარსულია

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2025
გამოწერა
საქართველოს მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც რიგი პოლიტიკური ძალების დანაშაულების გამოძიებას და შემდგომში მათი, როგორც არაკონსტიტუციური ძალის აკრძალვას ითვალისწინებს
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს „სამწუხარო წარსულია“ და არ აქვს შანსი, დაბრუნდეს ქვეყნის პოლიტიკურ აწმყოში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხარო წარსულია, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს დააბრუნებს აწმყოში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული მოვლენები და ქმედებები. დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომაც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რათა სამართლებრივადაც აღარ არსებობდეს რისკი იმ რეჟიმის გამეორების, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, რათა სამართლებრივადაც აღარ არსებობდეს რისკი იმ რეჟიმის გამეორების, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. დიდი ალბათობით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთდება.“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, არსებობს საჯარო მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტიპის პირდაპირი ფაშისტური „პოლიტიკური ორგანიზაცია“ არ უნდა არსებობდეს. მისი თქმით, პარტიის ნებისმიერი ახლანდელი მცდელობა უშედეგო იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ქმედებებმა, მისმა დანაშაულებმა და არა – ჩვენ. საკუთარი თავი თავად აიკრძალეს“, - აღნიშა მან.
სარჩელი, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლლებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
საქმის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
ყველა ახალი ამბავი
0