თბილისი საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ისრაელის დროშები
საქართველოს და ისრაელის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2025
გამოწერა
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე ერთობლივ პროექტს.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში დღეს საქართველო-ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირების 35 წლისადმი მიძღვნილი 30-ე ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ფორუმი, რომელსაც სასტუმრო „პარაგრაფი" უმასპინძლებს, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით ტარდება.
ფორუმზე სტუმრებს შორის იქნებიან წარმომადგენლები საქართველოდან და ისრაელიდან, ქალაქების მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 100-მდე ბიზნესმენი ისრაელიდან და საქართველოდან.
ფორუმის ფარგლებში შეჯამდება საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და ბიზნეს-კავშირები, განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სექტორის გეგმები და ახალი პროექტები ტურიზმის ინდუსტრიაში, წარმოდგენილი იქნება ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ბიბლიური მარშრუტი, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით ხორციელდება და ის საქართველოდან იწყება.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე ერთობლივ პროექტს. ამასთან, ჩატარდება პანელური შეხვედრები და ვორქშოფები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის დისკუსია გაიმართება შემდეგ საკითხებზე: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ისრაელში ტურისტების შესვლის და ორმხრივი ტურიზმის გაძლიერების პერსპექტივები; „ისრაელის სახლის“ საქმიანობა 27 ქვეყანაში და 2026 წელს ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის იერუსალიმში ამოქმედება; საქართველოსა და ისრაელის ქალაქების დაძმობილების შედეგები. ასევე ნაჩვენები იქნება პრომოფილმი; გაიმართება ქართულ-ისრაელური სტარტაპის პრეზენტაცია, როგორც წარმატებული ნიმუში ერთობლივი მუშაობის.
ისრაელელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში გამართავენ რამდენიმე შეხვედრას, ეწვევიან ისრაელური ინვესტიციით შექმნილ ტურისტულ ატრაქციებს.
ყველა ახალი ამბავი
0