https://sputnik-georgia.com/20251214/policiam-narkodanashaulis-braldebit-5-piri-daakava-296199442.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 14.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-14T14:53+0400
2025-12-14T14:53+0400
2025-12-14T14:53+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე თბილისში 5 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 22 -დან 61 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალ მარიხუანა“. ერთ-ერთი დაკავებულის, წარსულში ნასამართლევი 48 წლის პირის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე თბილისში 5 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 22 -დან 61 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალ მარიხუანა“.
ერთ-ერთი დაკავებულის, წარსულში ნასამართლევი 48 წლის პირის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.