https://sputnik-georgia.com/20251213/politikuri-bulingi-ass-tan-ver-gauvat-papuasvili-evrokavsiris-zewolaze-296183158.html
ამერიკასთან პოლიტიკური ბულინგი არ გაუვათ - პაპუაშვილი ევროკავშირის ზეწოლაზე
ამერიკასთან პოლიტიკური ბულინგი არ გაუვათ - პაპუაშვილი ევროკავშირის ზეწოლაზე
Sputnik საქართველო
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა წინა დღეებში უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, სადაც ევროკავშირის ზოგიერთ... 13.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-13T00:03+0400
2025-12-13T00:03+0400
2025-12-13T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
აშშ
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოს მიმართ იყენებდა ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკას პოლიტიკური ბულინგის დახმარებით და ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებდა, მაგრამ მსგავსი სამარცხვინო მეთოდების გამოყენება აშშ-თან არ გამოუვათ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა წინა დღეებში უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს დიპლომატმა განუცხადა, რომ არ იყო ვალდებული ეპასუხა ასეთ კითხვებზე, უწოდა მათ პროპაგანდისტული მედია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებდა მონაწილეობა მიეღო ქართულ „პროპაგანდისტულ მანქანაში“.მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობდა საქართველოს გაჩუმებას, რომ კრიტიკა არ გასულიყო მათ მოქალაქეებში, ქვეყანას ანტიდემოკრატიულობას და ანტიევროპულობას აბრალებდნენ.მან დასძინა, რომ ამ მხილების გამო საქართველოს ხელისუფლება იტანდა ზეწოლას და თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან.„დღეს ეს ყველაფერი უკვე მხილებულია. ვეღარავინ ბედავს მათ შორის ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. რამდენიმე დღეა ამაზე ვსაუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ გავეკრიტიკებინეთ? იციან, იტყვიან რაღაცას, გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მერე მათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.ახალი სტრატეგია ასახავს აშშ-ს განახლებულ მიდგომებს გლობალური უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი შეერთებული შტატების ძირეულ ინტერესებში შედის და რომ ამერიკული პოლიტიკა ევროპაში, პირველ რიგში, რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენას გულისხმობს.POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ მართული ქვეყნების „გახრწნილი“ ჯგუფი უწოდა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები მიგრაციის კონტროლისა და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების უუნარობის გამო. მან ასევე მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას კონტინენტის მომავლის შესახებ.
საქართველო
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ამერიკასთან პოლიტიკური ბულინგი არ გაუვათ - პაპუაშვილი ევროკავშირის ზეწოლაზე
00:03 13.12.2025 (განახლებულია: 14:55 13.12.2025) გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა წინა დღეებში უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, სადაც ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელთან უთანხმოებაზეა საუბარი
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოს მიმართ იყენებდა ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკას პოლიტიკური ბულინგის დახმარებით და ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებდა, მაგრამ მსგავსი სამარცხვინო მეთოდების გამოყენება აშშ-თან არ გამოუვათ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა წინა დღეებში უარი თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს დიპლომატმა განუცხადა, რომ არ იყო ვალდებული ეპასუხა ასეთ კითხვებზე, უწოდა მათ პროპაგანდისტული მედია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებდა მონაწილეობა მიეღო ქართულ „პროპაგანდისტულ მანქანაში“.
„ცდილობდნენ პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართველი ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. თუ კაი ბიჭები არიან, ახლა გააჩუმონ აშშ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც ქართველი ხალხის წინაშე იყენებდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობდა საქართველოს გაჩუმებას, რომ კრიტიკა არ გასულიყო მათ მოქალაქეებში, ქვეყანას ანტიდემოკრატიულობას და ანტიევროპულობას აბრალებდნენ.
„ეს იყო ჩვეულებრივი ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკა“, - აღნიშნა მან.
მან დასძინა, რომ ამ მხილების გამო საქართველოს ხელისუფლება იტანდა ზეწოლას და თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან.
„დღეს ეს ყველაფერი უკვე მხილებულია. ვეღარავინ ბედავს მათ შორის ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. რამდენიმე დღეა ამაზე ვსაუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ გავეკრიტიკებინეთ? იციან, იტყვიან რაღაცას, გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მერე მათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ახალი სტრატეგია ასახავს აშშ-ს განახლებულ მიდგომებს გლობალური უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი შეერთებული შტატების ძირეულ ინტერესებში შედის და რომ ამერიკული პოლიტიკა ევროპაში, პირველ რიგში, რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენას გულისხმობს.
POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ მართული ქვეყნების „გახრწნილი“ ჯგუფი უწოდა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები მიგრაციის კონტროლისა და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების უუნარობის გამო. მან ასევე მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას კონტინენტის მომავლის შესახებ.