თბილისის აეროპორტში ირანელი ქალი ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია თბილისის აეროპორტში
პოლიცია თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2025
გამოწერა
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
22 წლის ქალს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.
გამოძიების მიხედვით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგებალინის" შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0