https://sputnik-georgia.com/20251212/samegrelosi-ucxoeli-narkorelizatori-daakaves-296158067.html
სამეგრელოში უცხოელი ნარკორეალიზატორი დააკავეს
სამეგრელოში უცხოელი ნარკორეალიზატორი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 12.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-12T11:40+0400
2025-12-12T11:40+0400
2025-12-12T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/83/231268352_0:23:450:276_1920x0_80_0_0_3e95921d2514f27bc6d3710f40901a6c.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სენაკში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 42 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/83/231268352_25:0:425:300_1920x0_80_0_0_5f65c708f4a3192ad7d6eb97c0fae656.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სამეგრელოში უცხოელი ნარკორეალიზატორი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სენაკში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
42 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.