https://sputnik-georgia.com/20251211/sussi-saqartvelo-israelis-biznes-palatis-xelmzrvaneli-gamoikitxa-296154342.html
სუსში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი გამოიკითხა
სუსში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი გამოიკითხა
Sputnik საქართველო
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T19:44+0400
2025-12-11T19:44+0400
2025-12-11T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24508/80/245088093_0:0:2767:1557_1920x0_80_0_0_544ec27163d863e0885ffd0a0ed27414.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე გამოიკითხა, განაცხადეს სუსში.გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.უწყების ცნობით, ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.კითხვაზე იმის შესახებ, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრთხე რეალური თუ იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს, ნათქვამია სუსის განცხადებაში.„კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და, ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24508/80/245088093_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_852320a2ab5b59817f64201bad53c373.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ისრაელი
სუსში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი გამოიკითხა
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე გამოიკითხა, განაცხადეს სუსში.
გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.
კითხვაზე იმის შესახებ, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრთხე რეალური თუ იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და, ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.