https://sputnik-georgia.com/20251211/ratom-gaauqma-israelis-qnesetis-delegaciam-saqartvelosi-viziti-susis-gancxadeba-296149720.html
რატომ გააუქმა ისრაელის ქნესეთის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი: სუსის განცხადება
რატომ გააუქმა ისრაელის ქნესეთის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი: სუსის განცხადება
Sputnik საქართველო
სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი... 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T17:36+0400
2025-12-11T17:36+0400
2025-12-11T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ისრაელი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. უწყება ამავე დროს კატეგორიულად მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. რას წერს მედია ქართულმა მედიამ ისრაელის მედიაზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქნესეთის წევრები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში "ისრაელის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში. ისრაელის "მეშვიდე არხის" ცნობით, პარლამენტის წევრები გააფრთხილეს "შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდებოდა". ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა. იციკ მოშეს თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ისრაელი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ისრაელი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რატომ გააუქმა ისრაელის ქნესეთის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი: სუსის განცხადება
17:36 11.12.2025 (განახლებულია: 19:44 11.12.2025) სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
"ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო. ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება", - აღნიშიულია განცხადებაში.
უწყება ამავე დროს კატეგორიულად მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ქართულმა მედიამ ისრაელის მედიაზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქნესეთის წევრები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში "ისრაელის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში.
ისრაელის "მეშვიდე არხის" ცნობით, პარლამენტის წევრები გააფრთხილეს "შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდებოდა".
"თითოეული ვიზიტის წინ ქნესეთის წევრებს სიტუაციის შეფასებას აცნობს ქნესეთის უსაფრთხოების სამსახური, რა დროსაც დეპუტატებს განუმარტეს, რომ უსაფრთხოების მიზნით, საქართველოში მათი მოგზაურობა შეუძლებელი იყო", - ციტირებს გამოცემა ქნესეთის განცხადებას.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა. იციკ მოშეს თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.