https://sputnik-georgia.com/20251210/parlamentma-2026-wlis-biujeti-miigo-296142568.html
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო: რას მოხმარდება თანხები
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო: რას მოხმარდება თანხები
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T19:15+0400
2025-12-10T19:15+0400
2025-12-10T19:15+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965457_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_9c9b9bec445ef4a1a11f6e358788ca40.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზიდან გამომდინარე, რომელიც 5%-ის სდონეზეა მოსალოდნელი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 114,1 მლრდ ლარის დონეზეა პროგნოზირებული.ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 2,5%-ის დონეზე დადგინდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 33,5%-ს შეადგენს.სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრებიწარმოდგენილი საბოლოო ვარიატის თანახმად, 2026 წლის ბიუჯეტში შემოსულობები, 2025 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, დაახლოებით 30,8 მლრდ ლარი იქნება. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 24,9 მლრდ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს, პროექტის თანახმად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 2,9 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 30,9 მლრდ ლარს მიაღწევს.ვინ მიიღებს მეტ თანხას2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარით გაიზრდება და 9,7 მილიარდი ლარი იქნება. ამ თანხების დიდი ნაწილი, დაახლოებით 6,9 მლრდ ლარი სოციალურ პროგრამებს, მათ შორის პენსიებისა და სოცდახმარებების ზრდას, ხოლო 2 მლრდ ლარი ჯანდაცვას - ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას მოხმარდება.განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2,7 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,9 მლრდ ლარი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მოხმარდება, 158,3 მლნ ლარი პროფესიულ, ხოლო 174 მლნ ლარი უმაღლეს განათლებას მოხმარდება.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,3 მლრდ ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი თანხა კი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას და სკოლების მშენებლობას.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 808,2 მლნ ლარი იქნება, რეგიონული განვითარების სამინისტროს - 132,9 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტროს - 928,6 მლნ ლარი, ფინანსთა სამინისტროს - 130 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს - 442,3 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 225 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროს - 1,9 მლრდ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 1,6 მლრდ ლარი, კულტურის სამინისტროს - 364,9 მლნ ლარი და სპორტის სამინისტროს - 325,3 მლნ ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282965457_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_3474031d437b1a27e123d567868daf2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო: რას მოხმარდება თანხები
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.
2026 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი
მაჩვენებელი | 2025
| 2026
|
ეკონომიკური ზრდა, %
| 6,0
| 5,0
|
დეფლატორ, %
| 3,9
| 4,0
|
მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი
| 101,2
| 110,5
|
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი
| 27,5
| 30,3
|
სახბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-თან
| 2,5
| 2,5
|
სახბიუჯეტის ასიგნებები, % მშპ-თან
| 30,4
| 29,1
|
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზიდან გამომდინარე, რომელიც 5%-ის სდონეზეა მოსალოდნელი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 114,1 მლრდ ლარის დონეზეა პროგნოზირებული.
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 2,5%-ის დონეზე დადგინდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 33,5%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი საბოლოო ვარიატის თანახმად, 2026 წლის ბიუჯეტში შემოსულობები, 2025 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, დაახლოებით 30,8 მლრდ ლარი იქნება. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 24,9 მლრდ ლარს მიაღწევს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები
მაჩვენებელი
| 2025
| 2026
|
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში
| 27 560,8
| 30 290,8
|
საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში
| 21 885,0
| 23 030,0
|
გრანტები | 199,9
| 219,1
|
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები
| 27 941,7
| 30 475,9
|
რაც შეეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს, პროექტის თანახმად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 2,9 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 30,9 მლრდ ლარს მიაღწევს.
2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარით გაიზრდება და 9,7 მილიარდი ლარი იქნება. ამ თანხების დიდი ნაწილი, დაახლოებით 6,9 მლრდ ლარი სოციალურ პროგრამებს, მათ შორის პენსიებისა და სოცდახმარებების ზრდას, ხოლო 2 მლრდ ლარი ჯანდაცვას - ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას მოხმარდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2,7 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,9 მლრდ ლარი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მოხმარდება, 158,3 მლნ ლარი პროფესიულ, ხოლო 174 მლნ ლარი უმაღლეს განათლებას მოხმარდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3,1 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,3 მლრდ ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი თანხა კი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას და სკოლების მშენებლობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 808,2 მლნ ლარი იქნება, რეგიონული განვითარების სამინისტროს - 132,9 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტროს - 928,6 მლნ ლარი, ფინანსთა სამინისტროს - 130 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს - 442,3 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 225 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროს - 1,9 მლრდ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 1,6 მლრდ ლარი, კულტურის სამინისტროს - 364,9 მლნ ლარი და სპორტის სამინისტროს - 325,3 მლნ ლარი.