https://sputnik-georgia.com/20251210/energetikis-sferoshi-kompaniebs-1-mlrd-laris-jarimas-chamoaweren-296138743.html
ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს 1 მლრდ ლარის ოდენობის ჯარიმას ჩამოაწერენ
ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს 1 მლრდ ლარის ოდენობის ჯარიმას ჩამოაწერენ
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც... 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T21:00+0400
2025-12-10T21:00+0400
2025-12-10T21:00+0400
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. კობახიძის თქმით, ამავე დროს, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. კობახიძემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრად მიუდგება ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. “ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება”, - აღნიშნა კობახიძემ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელსა და გუნდს აღნიშნული ინიციატივის მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს კი წარმატებები უსურვა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს 1 მლრდ ლარის ოდენობის ჯარიმას ჩამოაწერენ
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია”, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად.
რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ამასთან ნაპატიები ჯარიმებიც.
კობახიძის თქმით, ამავე დროს, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის.
კობახიძემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრად მიუდგება ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
“ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება”, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელსა და გუნდს აღნიშნული ინიციატივის მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს კი წარმატებები უსურვა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში.