https://sputnik-georgia.com/20251209/somxetis-jandacvis-ministri-saqartveloshi-imkopeba-296121082.html
თანამშრომლობის პერსპექტივები: საქართველოში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანი
თანამშრომლობის პერსპექტივები: საქართველოში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანი
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორი ქვეყნის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობას გაესვა ხაზი. 09.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-09T14:22+0400
2025-12-09T14:22+0400
2025-12-09T14:22+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/08/296116345_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_e909450aacb5bc85f9bff910d2ec46b4.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობა, შრომისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილა სომხეთის შრომის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრებზე.შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოში 8 დეკემბერს ჩამოვიდა მოადგილესთან, სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად. სომხურ დელეგაციას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოციალური და შრომითი მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე რეფორმები და ახალი, ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები განიხილეს. სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა მუდმივად ვითარდება. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა უფრო ღრმა და ინტენსიური პარტნიორობის საფუძველს ქმნის. თავის მხრივ, არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს, სოციალური დაცვისა და მომსახურებების გაძლიერების კუთხით, მრავალი საერთო ამოცანა და მიმართულება აქვთ. სომხეთის მინისტრი საქართველოში მიმდინარე რეფორმებითაც დაინტერესდა – განსაკუთრებით სოციალური პოლიტიკის, შშმ პირთა მომსახურებებისა და საპენსიო სისტემების განვითარებით. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააძლიერონ, კოორდინაცია და თანამშრომლობა პრიორიტეტულ სფეროებში. საქართველო და სომხეთი საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. სომხეთი ამჟამად საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 873.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია. 2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948 300 ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. 2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ. 2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/08/296116345_108:0:1529:1066_1920x0_80_0_0_09e6056494bd6230dccf339e83b44d84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, კავკასია
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, კავკასია
თანამშრომლობის პერსპექტივები: საქართველოში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორი ქვეყნის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობას გაესვა ხაზი.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობა, შრომისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილა სომხეთის შრომის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრებზე.
შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოში 8 დეკემბერს ჩამოვიდა მოადგილესთან, სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად. სომხურ დელეგაციას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარებაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოციალური და შრომითი მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე რეფორმები და ახალი, ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები განიხილეს.
სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა მუდმივად ვითარდება. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა უფრო ღრმა და ინტენსიური პარტნიორობის საფუძველს ქმნის.
თავის მხრივ, არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს, სოციალური დაცვისა და მომსახურებების გაძლიერების კუთხით, მრავალი საერთო ამოცანა და მიმართულება აქვთ. სომხეთის მინისტრი საქართველოში მიმდინარე რეფორმებითაც დაინტერესდა – განსაკუთრებით სოციალური პოლიტიკის, შშმ პირთა მომსახურებებისა და საპენსიო სისტემების განვითარებით.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააძლიერონ, კოორდინაცია და თანამშრომლობა პრიორიტეტულ სფეროებში.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
სომხეთი ამჟამად საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 873.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია.
2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948 300 ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.