სუს-მა ყველა კითხვას გასცა პასუხი: მინისტრის მოადგილე „კამიტის" საქმის გამოძიებაზე

© Ministry of Internal Affairs of Georgiaალექსანდრე დარახველიძე
ალექსანდრე დარახველიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2025
გამოწერა
სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, სპეკულაციები აღარ არსებობს - დადასტურდა, რომ BBC- ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და არ შეიცავდა სიმართლეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან.
6 დეკემბერს, სუს-მა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა, გამოძიება დაასრულა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება. 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, 90-მდე პირი გამოიკითხა, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია და დადგინდა ის, რომ შსს-მ იმოქმედა კანონის შესაბამისად. არ დადასტურდა, რომ თითქოს, გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომელიც იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება „კამიტს", რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული", - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა, რომლის მიზანი საქართველოს სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.
ყველა ახალი ამბავი
0