მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს: დაკავებულია 4 პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2025
გამოწერა
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი არასრულწლოვანია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ოთხივე ახალგაზრდა, რომელთა ასაკიც 16-დან 19 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში არის მხილებული. საგამოძიებო უწყება მათ ედავება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს და დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულთა პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0