https://sputnik-georgia.com/20251207/arasrulwlovanta-danashauli-monacemebi-296091301.html
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. 07.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-07T09:56+0400
2025-12-07T09:56+0400
2025-12-07T09:56+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007544_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5493c101daa5dfb7d8ffbc226f33f5f1.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 643 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.ამასთან, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში 18 წლამდე 1.182 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.გარდა ამისა, შვიდ თვეში 147 მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007544_0:0:1529:1147_1920x0_80_0_0_8129d922519a3e12f32330ca4753f8de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 643 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში 18 წლამდე 1.182 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
გარდა ამისა, შვიდ თვეში 147 მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.