https://sputnik-georgia.com/20251206/saqartvelosi-didi-odenobit-narkotikis-semotanistvis-turqetis-moqalaqe-daakaves-296085668.html
საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 06.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-06T12:09+0400
2025-12-06T12:09+0400
2025-12-06T12:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1d/295994944_395:0:1127:412_1920x0_80_0_0_441a44b7908057feb5e904109f608008.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 32 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანას ედავება. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1d/295994944_487:0:1036:412_1920x0_80_0_0_71ea412395c5d9dda04dad1fdfdf8c9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
32 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანას ედავება.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.