შიდა ქართლში ორი უცხოური საწარმო გაქურდეს - დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14.000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები და ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღო
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ორმა პირმა შიდა ქართლში მდებარე უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდა - ზარალი 50 ათასამდე ლარს აღწევს, იუწყება შსს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1985 წელს დაბადებული კ.კ და 1980 წელს დაბადებული თ.დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს.
დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.
პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14.000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები და ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0