საკემპინგე ადგილის მოწყობისთვის მოქალაქეს ქრთამი გამოართვა: დაკავებულია 1 პირი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს" თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა.
გამოძიების მიხედვით, საჯარო მოხელე მოქალაქეს დაპირდა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 1400 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე ტურისტული ზონის მოწყობის უფლების მიღებაში დაეხმარებოდა. კერძოდ, ტყის მასივში შესაბამისი ნებართვის გარეშე მოაწყობდა საკემპინგე ადგილს.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლით (თაღლითობის მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0