https://sputnik-georgia.com/20251205/ifqlis-qartuli-puri-israelsi-eqsportze-gadis-296074641.html
„იფქლის" ქართული პური ისრაელში ექსპორტზე გადის
„იფქლის" ქართული პური ისრაელში ექსპორტზე გადის
Sputnik საქართველო
"იფქლი დიღომი" პირველია, ვინც პურის ექსპორტს ახორციელებს. 05.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-05T19:33+0400
2025-12-05T19:33+0400
2025-12-05T19:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098370_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b5cf1f8b4eb1f0fce9cac51d6325ebd5.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. პურის ქარხანა „იფქლი დიღომი" ქართული პურის ექსპორტს ისრაელში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე პურის წარმოების ტექნოლოგიურ ხაზსა და იმ პროცედურებს ადგილზე გაეცნო, რომელიც პროდუქციის ექსპორტზე გატანის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დაინერგა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული პური დიდი მოთხოვნით სარგებლობს ისრაელში. „იფქლი დიღომი" პირველია, ვინც პურის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექსპორტისათვის პროდუქციამ ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და აკრედიტაცია გაიარა. ქართული კომპანიის პური ისრაელის სუპერმარკეტების ქსელში იყიდება. ექსპორტისათვის პროდუქტი სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. პური ცხობის შემდეგ თავსდება შოკ-მაცივარში და -35 გრადუსზე იყინება, რის შემდეგ -18 გრადუსის რეჟიმში, სპეციალურ კონტეინერში ინახება. გაყინულ მდგომარეობაში პურის შენახვის ვადაა 6 თვე. კომპანიის განცხადებით, გალღობის შემდეგ ნარჩუნდება ახალგამომცხვარი პურის სტრუქტურა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098370_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_a4700134ff3b5ad58bd553e6052f07f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , კომპანიების ახალი ამბები
„იფქლის" ქართული პური ისრაელში ექსპორტზე გადის
"იფქლი დიღომი" პირველია, ვინც პურის ექსპორტს ახორციელებს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. პურის ქარხანა „იფქლი დიღომი" ქართული პურის ექსპორტს ისრაელში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე პურის წარმოების ტექნოლოგიურ ხაზსა და იმ პროცედურებს ადგილზე გაეცნო, რომელიც პროდუქციის ექსპორტზე გატანის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დაინერგა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული პური დიდი მოთხოვნით სარგებლობს ისრაელში.
„კომპანია „იფქლი დიღომის" პროდუქცია ისრაელის სახელმწიფოში უკვე მესამედ გადის ექსპორტზე. ეს პური სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი წარმატების. ვიმედოვნებ, ორი ქვეყნის თანამშრომლობა პურის ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო წარმატებული იქნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„იფქლი დიღომი" პირველია, ვინც პურის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექსპორტისათვის პროდუქციამ ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და აკრედიტაცია გაიარა. ქართული კომპანიის პური ისრაელის სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.
ექსპორტისათვის პროდუქტი სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. პური ცხობის შემდეგ თავსდება შოკ-მაცივარში და -35 გრადუსზე იყინება, რის შემდეგ -18 გრადუსის რეჟიმში, სპეციალურ კონტეინერში ინახება. გაყინულ მდგომარეობაში პურის შენახვის ვადაა 6 თვე. კომპანიის განცხადებით, გალღობის შემდეგ ნარჩუნდება ახალგამომცხვარი პურის სტრუქტურა.