ბოლო ორ დღეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairნარკოტიკების დიდი პარტია
ნარკოტიკების დიდი პარტია - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: "კოკაინი", "ჰეროინი", "ალფა პვპ", "მდმა", "მეთადონი", ,,სუბოტექსი", "ბუპრენორფინი", "პრეგაბალინი", "ლირიკა" და "მარიხუანა".
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს საქართელოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0