საგურამოში პენსიონერი დააყაჩაღეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2025
გამოწერა
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 47 და 57 წლის პირებს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას ედავება. ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შემთხვევა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ 70 წლამდე ასაკის პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხას სძალავდნენ.
დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0