https://sputnik-georgia.com/20251204/batumshi-binebze-motxovna-gaizarda-296056880.html
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა იზრდება - ახალი მონაცემები
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა იზრდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 14,9%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6,3%-ით. 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T10:52+0400
2025-12-04T10:52+0400
2025-12-04T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
აჭარა
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/07/246310722_0:95:3304:1954_1920x0_80_0_0_24999b35e01193aa8e365304e57a137f.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის ოქტომბერში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.625 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 26,9%-ით და 100 მლნ დოლარი შეადგინა.კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 14,9%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6,3%-ით.2025 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16,5%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.292 დოლარი შეადგინა. ფასების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა 28%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 5,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ბინები, რომლებიც წლების წინ იყო გაყიდული (დაახლოებით 125 გარიგება), დარეგისტრირდა ერთდროულად ორ მსხვილ პროექტში, რამაც საშუალო შეწონილი ფასის ზრდა გამოიწვია. ამ გარიგებების გათვალისწინების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელი 9,4%-ით გაიზარდა.კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/07/246310722_287:0:3018:2048_1920x0_80_0_0_c63d14d1e655a9c7cd938303202a3e8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა იზრდება - ახალი მონაცემები
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 14,9%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6,3%-ით.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის ოქტომბერში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.625 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 26,9%-ით და 100 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 14,9%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6,3%-ით.
2025 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16,5%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.292 დოლარი შეადგინა. ფასების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა 28%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 5,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ბინები, რომლებიც წლების წინ იყო გაყიდული (დაახლოებით 125 გარიგება), დარეგისტრირდა ერთდროულად ორ მსხვილ პროექტში, რამაც საშუალო შეწონილი ფასის ზრდა გამოიწვია. ამ გარიგებების გათვალისწინების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელი 9,4%-ით გაიზარდა.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა.