https://sputnik-georgia.com/20251204/batumis-navtobterminalis-xelmzrvanelebi-tarlitobaze-daakaves-296064546.html
ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები თაღლითობაზე დააკავეს
ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები თაღლითობაზე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბოროტმოქმედებმა ტერმინალში მაღალი ხარისხის ნავთობი უვარგისი ნარჩენებით ჩაანაცვლეს 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T20:55+0400
2025-12-04T20:55+0400
2025-12-04T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24056/94/240569449_0:96:1024:672_1920x0_80_0_0_93c68d48f75061188bcd99eefa522704.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10.000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მლნ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24056/94/240569449_0:0:1024:768_1920x0_80_0_0_9f11be939f97623f00a116b8b252f5a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები თაღლითობაზე დააკავეს
ბოროტმოქმედებმა ტერმინალში მაღალი ხარისხის ნავთობი უვარგისი ნარჩენებით ჩაანაცვლეს
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10.000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მლნ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.
ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.