https://sputnik-georgia.com/20251203/ucxoelebs-narkotiki-shemohqondat-296044646.html
უცხო ქვეყნის ოთხმა მოქალაქემ თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოიტანა
უცხო ქვეყნის ოთხმა მოქალაქემ თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოიტანა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T15:24+0400
2025-12-03T15:24+0400
2025-12-03T15:24+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863631_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_55c2b78007134a3a4bc709e7df78ed71.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 22-დან 44 წლამდეა, ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი ქალია. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 150 გრამამდე „კოკაინი“, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 497 კაფსულა, „მორფინის” და „კოდეინის” შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი და 200 გრამი „კეტამინის“ სითხე. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული პირები სხვადასხვა მეთოდით, მალულად ცდილობდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863631_151:0:2882:2048_1920x0_80_0_0_5a4b7dd2c3c612a3278a446c28f8d08f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
უცხო ქვეყნის ოთხმა მოქალაქემ თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოიტანა
სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 22-დან 44 წლამდეა, ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი ქალია.
სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 150 გრამამდე „კოკაინი“, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 497 კაფსულა, „მორფინის” და „კოდეინის” შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი და 200 გრამი „კეტამინის“ სითხე.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული პირები სხვადასხვა მეთოდით, მალულად ცდილობდნენ.