საგურამოში ნარკოდანაშულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა საგურამოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 24-დან 46 წლამდეა, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0