ახმეტაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2025
გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში ედება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს - ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0