https://sputnik-georgia.com/20251202/policiam-2-piri-daakava-296029236.html
ავარიის პროვოცირებას ახდენდნენ და მძღოლებს ფულს სძალავდნენ: დაკავებულია 2 პირი
ავარიის პროვოცირებას ახდენდნენ და მძღოლებს ფულს სძალავდნენ: დაკავებულია 2 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T15:21+0400
2025-12-02T15:21+0400
2025-12-02T15:21+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262170036_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_3f98fce2c92336e1c113766b415eb9b0.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება 21 და 36 წლის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანებას, ასევე თაღლითობის მცდელობას ედავება. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თაღლითური სქემა შეიმუშავეს. კერძოდ, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში საკუთარი ავტომობილებით ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი რუსთავში მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახების ფაქტზე გამოავლინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სსკ-ის 187-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262170036_232:0:1192:720_1920x0_80_0_0_6e49099ab00abf6e4bdfeb413a62583e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ავარიის პროვოცირებას ახდენდნენ და მძღოლებს ფულს სძალავდნენ: დაკავებულია 2 პირი
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 21 და 36 წლის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანებას, ასევე თაღლითობის მცდელობას ედავება.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თაღლითური სქემა შეიმუშავეს.
კერძოდ, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში საკუთარი ავტომობილებით ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი რუსთავში მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახების ფაქტზე გამოავლინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სსკ-ის 187-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.