https://sputnik-georgia.com/20251202/marneulshi-22-wlis-axalgazrda-tvitmkvlelobamde-miikvanes-296030912.html
მარნეულში 22 წლის მამაკაცს თანასოფლელებმა ფული „შეაწერეს": დაკავებულია 3 პირი
მარნეულში 22 წლის მამაკაცს თანასოფლელებმა ფული „შეაწერეს": დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T16:23+0400
2025-12-02T16:23+0400
2025-12-02T16:23+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_fffa20c6e708d05ea636f6f6e65538c6.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 23, 24 და 25 წლის მამაკაცებს, რომლებიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ახალგარზდამ 2024 წლის ზაფხულში ორ თანასოფლელთან ბანქო ითამაშა. თამაშის დასრულების შემდეგ თანასოფლელებმა მას განუცხადეს, რომ წაგებული ჰქონდა 20 ათასი ლარი და უნდა გადაეხადა - მოგვიანებით, თანასოფლელებმა მას 6,5 ათასი დოლარი და 2,8 ათასი ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს. ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდას კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 ათასი ლარის გადახდა. 28 ნოემბერს კი იგი მარნეულში დაუსახლებელ ადგილას მიიყვანეს, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეოკადრები.აღნიშნული პირები დაზარალებულს დაემუქრნენ - თანხის დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით, რის შემდეგაც 22 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება სსკ-ის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_508a5cc724974bdab44ef975fd2f5a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მარნეულში 22 წლის მამაკაცს თანასოფლელებმა ფული „შეაწერეს": დაკავებულია 3 პირი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
23, 24 და 25 წლის მამაკაცებს, რომლებიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 22 წლის ახალგარზდამ 2024 წლის ზაფხულში ორ თანასოფლელთან ბანქო ითამაშა. თამაშის დასრულების შემდეგ თანასოფლელებმა მას განუცხადეს, რომ წაგებული ჰქონდა 20 ათასი ლარი და უნდა გადაეხადა - მოგვიანებით, თანასოფლელებმა მას 6,5 ათასი დოლარი და 2,8 ათასი ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდას კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 ათასი ლარის გადახდა. 28 ნოემბერს კი იგი მარნეულში დაუსახლებელ ადგილას მიიყვანეს, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეოკადრები.
აღნიშნული პირები დაზარალებულს დაემუქრნენ - თანხის დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით, რის შემდეგაც 22 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიება სსკ-ის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.