https://sputnik-georgia.com/20251202/-------bbc----296034346.html
სრული აბსურდი: შს მინისტრმა „კამიტის“ გამოყენების შესახებ BBC-ის ბრალდებები უარყო
სრული აბსურდი: შს მინისტრმა „კამიტის“ გამოყენების შესახებ BBC-ის ბრალდებები უარყო
Sputnik საქართველო
როგორც გელაძემ განაცხადა, საქართველოს აღნიშნული ნივთიერება არასდროს შეუსყიდია და მზადაა გამოძიებას ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T16:00+0400
2025-12-02T16:00+0400
2025-12-02T16:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_0:0:801:451_1920x0_80_0_0_94e2dc98018e2c1f1b6682d47bc5f3cc.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. BBC-ის მიერ გავრცელებული ბრალდება, რომელიც შსს-ის მხრიდანსაპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება „კამიტის" გამოყენებას შეეხება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 2024 წელს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებას ეხება, გამოძიება დაიწყო.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების დროს შსს-ის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყენება არ მომხდარა.„სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში გამოყენებული ყველა ნივთიერება არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიისგან, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში“, - განაცხადა გელაძემ.მინისტრის თქმით, „კამიტის“ გამოყენების შესახებ ხმები რამდენიმე ადამიანს შორის არაფორმალური საუბრების შედეგად წარმოიშვა და უსაფუძვლოა. როგორც გელაძემ განაცხადა, საქართველოს აღნიშნული ნივთიერება არასდროს შეუსყიდია და მზადაა გამოძიებას ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს.მანამდე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ქიმიური ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა წინა ხელისუფლების დროს 2012 წლამდე“.გომელაურის თქმით, ბოლო შესყიდვა 2009 ან 2010 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც ნივთიერებები აღარ შეძენილა და არც გამოყენებულა.გამოძიების დეტალები BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს. თავისი ვერსიის დასასაბუთებლად, BBC-ის მოჰყავს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის, უკრაინაში მცხოვრები სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა შერგელაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვები. სუს-მა გამოძიება სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 319-ე (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით დაიწყო. „დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. უწყების ცნობით, გარდა ამისა, მასალა შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ. გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყების შესახემ განცხადება უკვე გაავრცელა. 2024 წლის პროტესტი საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_45:0:754:532_1920x0_80_0_0_8c4ecfd6e83c6000e7cd4f74bd3f2a1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
სრული აბსურდი: შს მინისტრმა „კამიტის“ გამოყენების შესახებ BBC-ის ბრალდებები უარყო
როგორც გელაძემ განაცხადა, საქართველოს აღნიშნული ნივთიერება არასდროს შეუსყიდია და მზადაა გამოძიებას ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. BBC-ის მიერ გავრცელებული ბრალდება, რომელიც შსს-ის მხრიდანსაპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება „კამიტის" გამოყენებას შეეხება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 2024 წელს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებას ეხება, გამოძიება დაიწყო.
„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება”, - აღნიშნა, გელაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების დროს შსს-ის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყენება არ მომხდარა.
„სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში გამოყენებული ყველა ნივთიერება არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიისგან, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში“, - განაცხადა გელაძემ.
მინისტრის თქმით, „კამიტის“ გამოყენების შესახებ ხმები რამდენიმე ადამიანს შორის არაფორმალური საუბრების შედეგად წარმოიშვა და უსაფუძვლოა. როგორც გელაძემ განაცხადა, საქართველოს აღნიშნული ნივთიერება არასდროს შეუსყიდია და მზადაა გამოძიებას ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს.
„მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი", - განაცხადა გელაძემ.
მანამდე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ქიმიური ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა წინა ხელისუფლების დროს 2012 წლამდე“.
გომელაურის თქმით, ბოლო შესყიდვა 2009 ან 2010 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც ნივთიერებები აღარ შეძენილა და არც გამოყენებულა.
BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
თავისი ვერსიის დასასაბუთებლად, BBC-ის მოჰყავს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის, უკრაინაში მცხოვრები სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა შერგელაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვები.
სუს-მა გამოძიება სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 319-ე (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით დაიწყო.
„დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, მასალა შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყების შესახემ განცხადება უკვე გაავრცელა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.