https://sputnik-georgia.com/20251201/kobaxidze-saqartvelodan-1131-migranti-gaazeves-296015927.html
კობახიძე: წლის დასაწყისიდან საქართველოდან 1,1 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს
კობახიძე: წლის დასაწყისიდან საქართველოდან 1,1 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ... 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T14:03+0400
2025-12-01T14:03+0400
2025-12-01T14:03+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვის მანძილზე საქართველოდან 1,1 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, მათ შორის როგორც სასჯელის სახით დეპორტაციის გამოყენება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც კანონდარღვევას ან დანაშაულს სჩადიან. ცვლილებები ძალაში 1-ელ ოქტომბერს შევიდა.მთავრობის მეთაურის თქმით, უწყების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შემდგომი გაძლიერება სჭირდება. შსს-ს მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, მომავალ წელს საქართველოდან მინიმუმ 3,5 ათას არალეგალ მიგრანტს გააძევებენ.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც ნებაყოფლობით ტოვებენ ქვეყანას.ახალი წესების თანახმად: - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით. - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით. - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით. - უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
კობახიძე: წლის დასაწყისიდან საქართველოდან 1,1 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც ნებაყოფლობით ტოვებენ ქვეყანას.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვის მანძილზე საქართველოდან 1,1 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, მათ შორის როგორც სასჯელის სახით დეპორტაციის გამოყენება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც კანონდარღვევას ან დანაშაულს სჩადიან. ცვლილებები ძალაში 1-ელ ოქტომბერს შევიდა.
„წელს, უკვე მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1,131 არალეგალი მიგრანტი გააძევა", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, უწყების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შემდგომი გაძლიერება სჭირდება. შსს-ს მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, მომავალ წელს საქართველოდან მინიმუმ 3,5 ათას არალეგალ მიგრანტს გააძევებენ.
„ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით, ალბათ, 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც ნებაყოფლობით ტოვებენ ქვეყანას.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.