აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 36 და 45 წლის მამაკაცებს, რომლებიც წარსულში ნასამართლევი პირები არიან, 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0