https://sputnik-georgia.com/20251130/qutaisshi-erti-piri-mokles-296010869.html
ქუთაისში სისხლიან გარჩევას ერთი პირი ემსხვერპლა
ქუთაისში სისხლიან გარჩევას ერთი პირი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 30.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-30T21:15+0400
2025-11-30T21:15+0400
2025-11-30T23:02+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d44d19836aab5221a001ac01af0689a6.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში სროლის შედეგად დაჭრილი 3 პირიდან ერთი გარდაიცვალა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამივე დაჭრილი „სასწრაფო დახმარების" ეკოპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოახერხეს.დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_2f042df24d73133cc5cf99a6ab49dc48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ქუთაისში სისხლიან გარჩევას ერთი პირი ემსხვერპლა
21:15 30.11.2025 (განახლებულია: 23:02 30.11.2025) დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში სროლის შედეგად დაჭრილი 3 პირიდან ერთი გარდაიცვალა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი „სასწრაფო დახმარების" ეკოპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.